პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის" საერთშორისო მდივნის, თეიმურაზ მურვანიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განვმალობაში ძალიან გააქტიურდა სარეკრეაციო ზონებში სხვადასხვა სახის მშენებლობის წამოწყება და თბილისის მერია, მისი შესაბამისი სამსახურები დაუფიქრებლად გასცემენ ბაღებსა და პარკებში მშენებლობის ნებართვებს, თუმცა, ხშირად ფიქსირდება უნებართვო მშენებლობებიც, როგორიც არის პოლიციის განყოფილების მშენებლობაა კიკვიძის ბაღში.
"ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ქალაქის სარეკრეაციო ზონების განადგურებას, რითიც ირღვევა ყოველგვარი საერთაშორისო სტანდარტები, ქართული კანონმდებლობა და მოქალაქეთა უფლება იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში. ამაზე ხელისუფლების პასუხია კიდევ უფრო მეტი გაჩეხილი ბაღი, სკვერი მოსკოვის პროსპექტზე, იპოდრომის ტერიტორიაზე, კიკვიძის ბაღში, ბუკიას ბაღში და ქალაქის სხვა, უამრავ ადგილას, ხოლო ეს ყველაფერი ენერგეტიკის სამინისტრომ მთლიანად მთელს ქვეყანაზე გაავრცელა იმ საშინელი კანონით, რომელიც დაჩქარებული წესით სულ ახლახანს მიიღო პარლამენტმა", - განაცხადა მურვანიძემ.
მურვანიძემ ქალაქის მერიას მოუწოდა დაუყონებლივ შეაჩეროს სარეკრეაციო ზონების უკანონო განადგურება, ხოლო საქართველოს მასშტაბით - შეწყვიტოს უგუნური პოლიტიკა და დამოკიდებულება ბუნებრივი რესურსების მიმართ".
"მივმართავთ საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ მხარეს დავიწყოთ მჭიდრო თანამშრომლობა ამ საკითხში და ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებთ აქტიურად ჩაერთონ საარსებო გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში".