პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სტუდენტური დასაქმების პროგრამის ფარგლებში ბიზნესსექტორში 600, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურებში 4 386 სტუდენტი დასაქმდება.
"სტუდენტები დარეგისტრირდნენ როგორც საჯარო, ასევე კერძო კომპანიებში მათთვის სასურველ პროფესიებზე. ბიზნესსექტორის ერთიან პროგრამაში სულ მონაწილეობას მიიღებს 600 სტუდენტი, სახელმწიფო სტრუქტურების პროგრამის ფარგლებში 4 386 სტუდენტი დასაქმდება", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მანჯგალაძემ.
მისი თქმით, სტუდენტების ინტერესი დასაქმებასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი იყო.
"სტუდენტების დასაქმების პროგრამის რეგისტრაცია პრაქტიკულად რამდენიმე დღეში დასრულდა. ეს პროცესი უფრო გრძელვადიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ინტერესი ძალიან დიდი იყო სტუდენტების მხრიდან. 25 000 სამუშაო ადგილზე უკვე დარეგისტრილდა 24 986 სტუდენტი, ამჟამად დარჩენილია მხოლოდ 14 ვაკანტური ადგილი", _ აღნიშნა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, 25 000 სტუდენტი დასაქმების პროგრამის ფარგლებში, 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე დასაქმდება.