სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის კორტეჟი ამბოხებულების ცეცხლში მოყვა. ასადის კორტეჟს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის ქალაქ ჰომსში გადაადგილდებოდა. თავდასხმის გამო ასადმა ვიზიტი შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "ალ-არაბია" ავრცელებს. ტელეკოპანიის ინფორმაციით, ასადს ძლიერი ცეცხლი გაუხსნეს.
სირიის მედია ამ ინციდენტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არავითარ ინფორმაციას არ ავრცელებს.
ასადმა ჰომსში დაბანაკებული სამხედროები და სამხედრო ჰოსპიტალი მონახულა.