საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს უკანონობას უწოდებს და არ აღიარებს.
"არც საქართველო და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს იმ ე.წ. არჩევნებს, რომელიც ჩატარდა ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო ჩარჩოებს მიღმა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს გაიმართა.