რასობრივი, სექსუალური თუ პოლიტიკური შეხედულებების მოტივით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულისთვის, პასუხისმგებლობა გამკაცრდა.
ამასთან დაკავშირებით "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
გადაწყვეტილების თანახმად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ანდგილის ან სხვა მადისკრიმინირებელი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყველა სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.
დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალი, კანონპროექტის განხილვის პროცესში გაიზარდა.
კანონპროექტის პირველადი ვარიანტით, დამამძიმებელ გარემოებებში შედიოდა მხოლოდ დანაშაულის ჩადენა რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობით.
ჩამონათვალის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის და მათი გაზრდის გადაწყვეტილება პარლამენტმა არასამთავრობო სექტორის შენიშვნების გათვალისწინებით მიიღო.