სამხრეთ კორიაში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე მსოფლიო ქვეყნებს ლიდერებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. კომუნიკე ცამეტი პუნქტისგან შედგება და ის მსოფლიოში ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერებას ეხება.
საქართველომ კომუნიკეს შემუშავებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო და 2010 წლის ბირთვული უსაფრთხოების ვაშინგტონის სამიტზე ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.
"მთავარი შინაარსი სამიტისაც და კომუნიკეს დეკლარაციის არის მარტივი ჭეშმარიტება ის, რომ არავითარ შემთხვევაში ბირთვული და რადიოაქტიური ნარჩენები არ უნდა მოხვდეს ტერორისტული ჯგუფების ხელში. ამ მასალის მიმოქცევა უნდა იყოს მკაცრი კონტროლის ქვეშ. ტერორიზმს არა აქვს არანაირი მორალური ბარიერები, ეს არ გამოიყენოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მიმდინარეობს, სადაც 50 ქვეყნის ლიდერი იღებს მონაწილეობას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი.