ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძე იარაღის შენახვის უფლებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლას ითხოვს. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის ხიფათის შემცველია.
მისი თქმით, ცივი იარაღის შეძენა 21 წლამდე ასაკის პირებისთვის აკრძალულია, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა კი - 18 წლის პირებსაც შეუძლიათ.
თორთლაძე მიჩნევს, რომ ეს კანონის ხარვეზია, რომელიც და ხელისუფლებამ უნდა გამოასწოროს.