ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე პარლამენტმა ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცა.
პოლოლიკაშვილის კანდიდატურა დეპუტატებმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე 80 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს
ზურაბ პოლოლიკაშვილი 2005-2006 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო, ხოლო, 2010 -2011 წლებში, საფეხბურთი კლუბ "თბილისის დინამოს" გენერალური დირექტორი იყო.
პოლოლიკაშვილს 2007 წელს, მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ელჩის პოსტზე, პოლოლიკაშვილმა, ნიკოლოზ ნათბილაძე შეცვალა.