საპარლამენტო ოპოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და პარლამენტში პრემიერ-მინისტრის და ფინანსთა მინისტრის დაბარებას ითხოვს. ეს მოთხოვნა დღეს რიგგარეშეE სესიაზე "ქრისტიან- დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ მას შემდეგ დააყენა, რაც საზოგადეობრივი მაუწყებლის საკითხი სესიაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა დააყენა.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი აუქმებს ორ რადიოს, რაც მისი თქმით, არის სრულიად მიუღებელი, ვინაიდან 200-მდე ადამიანს ტოვებენ უმუშევარს. ცაგარეიშვილის ამ პროტესტს ჯონდი ბაღათურია და ლევან ვეფხვაძე გამოეხმაურნენ.
როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ბევრი პოლიტიკური დავალება, რისი შესრულებისთვისაც თანხები არ ჰყოფნის და "როგორც ჩანს, მაუწყებლის ხელმძღვანელობამ გამოსავალი ამაში მოძებნა, რომ შექმნას კანკასიური არხი და მეორე არხი გადააკეთოს პოლიტიკურ არხად აუქმებს რადიოებს", - აცხადებს ვეფხვაძე და დასძენს, რომ "ქრისტიან-დემოკრატებმა" თავის დროზე დასვეს ეს საკითხი ბაქრაძესთან გამართულ შეხვედრაზე, რომ არსებული დაფინანსება საზოგადეობრივი მაუწყებლისთვის მიცემილი დავალებების შესრულებას ვერ უზრუნველყოფდა და პარლამენტში პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის დაბარებას ითხოვს.