ხვალ, 23 მარტს, 17:30 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მეშვიდე გენერალური ასამბლეა გაიმართება.
ასამბლეაზე განიხილება გასული წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობების ანგარიში, ფინანსური რაპორტი და სამოქმედო გეგმა 2012 წლისთვის. ასევე განხორციელდება კენჭისყრა საბჭოს 3 წევრის ასარჩევად და მოხდება პალატის პრეზიდენტის, ანტუან ბარდოს კანდიდატურის წარდგენა პრეზიდენტობის კანდიდატად მეორე ვადით.
საბჭოს წევრების გარდა, შეხვედრას დაესწრებიან საფრანგეთის ახლად არჩეული ელჩი რენო სალენსი, საფრანგეთის კონსული - ჟერარ ანრიო, აღმოსავლეთ ევროპის 3 ქვეყნის სავაჭრო და სამრეწველო პალატების პრეზიდენტები და რამდენიმე სხვა VIP სტუმარი.
შეგახსენებთ, რომ სავაჭრო და სამრეწველო პალატა საფრანგეთი-საქართველო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს ქართული და ფრანგული ბიზნესის განვითარებას.
სავაჭრო და სამრეწველო პალატა საფრანგეთი-საქართველო არის ფრანგული სავაჭრო და სამრეწველო პალატების გაერთიანების წევრი.