19 წლის მამუკა კახიშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ წარმოშობით ქართველი ახალგაზრდა 2011 წლის 10 ნოემბერს სამარაში პოლიციელებმა ცემით მოკლეს.
ამ დრომდე რუსი სამართალდამცველები ფაქტების დამალვას ცდილობდნენ და გარდაცვლილის ოჯახს ემუქრებოდნენ, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ახალგაზრდა ცემის შედეგად გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე საქმეში არსებული ოფიციალური ვერსიით, სამართალდამცველები კაფეში პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. მათ ახალგაზრდა დაინახეს, რომელიც ძებნილს მიამსგავსეს. პოლიციელებმა ახალგაზრდის დაკავება სცადეს, თუმცა იგი გაიქცა, რის შემდეგაც მას დაეწიენ, მიწაზე დააგდეს და მანქანაში ჩასვეს. ამ დროს კი აღმოაჩინეს, რომ დაკავებული უკვე გარდაცვლილი იყო.