საფრანგეთში "ტულუზელი მკვლელის" ძებნის ოპერაცია კვლავაც მიმდინარეობს. ეს სახელი მკვლელს მას შემდეგ შეარქვეს, რაც მან გუშინ საფრანგეთის ქალაქ ტულუზში ებრაულ სკოლასთან რაბინი და სამი ბავშვი მოკლა. ამ დროისთვის მკვლელის ვინაობა დადგენილი არ არის.
ვარაუდობენ, რომ მკვლელი ასევე შესაძლოა დაკავშირებული იყოს გასულ კვირას განხორციელებულ ორ მსგავს თავდასხმასთან. სამივე თავდასხმაში ერთი და იგივე იარაღი და სატრანსპორტო საშუალება ფიგურირებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მომხდარს ნაციონალური ტრაგედია უწოდა. საფრანგეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელი კლოდ გეანი აცხადებს, რომ ამ ამბის ერთ-ერთმ თვითმხილველმა მკვლელის ყელზე პატარა ვიდეოკამერა შენიშნა.
"ეს ფაქტი დაეხმარება პოლიციას, მკვლელის ფსიქოლოგიური პროფილი შექმნას. რომელიც მოქმედებდა ცივსისხლიანად, გათვლით და საკუთარ თავს აკონტროლებდა", _ აცხადებს მინისტრი.