რუსეთმა მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელი შექმნა. ეს ის იარაღია, რომელზეც დასავლეთმა უარი თქვა. ახალი "ტ-50"-ით რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებს მოძველებული "მიგ-29"-სა და "სუ-27"-ის ჩანაცვლება სურს.
სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთმა დასავლეთის მსგავსად უარი იუნდა თქვას V თაობის ავიაგამანადგურებელზე. რუსეთში ავიაგამანადგურებლების ავიაპარკი 1993 წლის შემდეგ არ განახლებულა.