სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა დღეს სირიის დედაქალაქ დამასკოში მომხდარი შეტაკებისას. მათ შორის 50 დაღუპული სირიის სამთავრობო ჯარების წარმომადგენელია.
"დაახლოებით 50 დაღუპული სამთავრობო ძალების წევრია, მათ შორის არის ოფიცერი ჰაიტამ ალ-აბდულაც არის", _ განაცხადა ამბოხებულების აქტივისტმა.
თვითმხილველები იუწყებიან, რომ სამთავრობო არმია თანდათან მთელს დამასკოს იკავებს და "ქალაქი ერთ დიდ ყაზარმას გავს".