საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ტულუზაში დატრიალებული ტრაგედიის ადგილზე ჩასვლას გეგმავს, სადაც უცნობმა პირმა ებრაული კოლეჯის ახლოს უმისამართო სროლის გამართვის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი მოკლა.
ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან სკუტერით მიიმალა.