სირიის დედაქალაქში დამასკოში ოპოზიციასა და სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. თვითმხილველთა მონათხრობით, ქალაქში ყუმბარნტყორცნებიდან და ნაღმმტყორცნებიდან ისვრიან. გამორთულია ელექტროენერგია. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" "როიტერზე" დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა 30 მდე კი დაიჭრა. მანამდე ერთი დღით ადრე კი აფეთქებას 27 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი აცხადებს, რომ სირიის სამთავრობო ჯარები "იმ შეიარაღებული ბანდიტების წინააღმდეგ იბრძვიან, რომლებიც სირიაში სიტუაციის დესტაბილებას ცდილობენ".
გაეროს მონაცემებით, ერთი წლის განმავლბაში სირიაში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად უკვე დაღუპულია 8 ათასზე მეტი ადამიანი.