უკრაინის პრეზიდენრი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსულ ენას მეორე სასახელმწიფო ენის სტატუსი მიენიჭება. მისივე განცხადებით შესაბამის კანონს უკრაინა უახლოეს მომავალში მიიღებს. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვში გამგზავრების წინ გააკეთა.
"ამით დაინტერესებულია უკრაინა, ამით დაინტერესებულია ხალხი და ამით დაინტერესებულია მოსახლეობა, რომელიც ძირითადად ორ ენაზე - უკრაინულზე და რუსულზე საუბრობს. მაგრამ ამ საკითხის დარეგულირება რა თქმა უნდა საკანონმდებლო დონეზეა საჭირო", _ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას წერს, რომ რუსული ენისათვის მეორე სახელმწიფოებრივის სტატუსის მინიჭება ეს ვიქტორ იანუკოვიჩის ერთ ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა, რომელიც მას მხოლოდ ახლა გაახსენდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის კონსტიტუციის თანახმად ერთადერთი სახელმწიფო ენა უკრაინაში - უკრაინულია.