რუსეთის ოპოზიცია, მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას 31 მარტს აპირებს. აქციის გამართვა მოსკოვში ტრიუმფალურ მოედანზე იგეგმება. რუსული მედიის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგნელებმა ოსკოვის მერიაში მიტინგის გამართვის შესახებ განაცხადი უკვე შეიტანეს.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ რუსეთის ოპოზიცია ყოველი თვის 31 რიცხვში მიტიგს იმიტომ გამართავს, რომ რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლში შეკრების თავისუფლების უფლებაზეა საუბარი. ასე რომ ამ თარიღს სიმბოლური დატვირთვაც აქვს.