"უკრაინა ჯერ მხოლოდ აკვირდება ევრაზიის ეკონომიკურ თანამშრომლობას და მას ამჟამად არ შეძლია თქვას, თუ რამდენად მიზანშეწონილია მისთვის ამ თანამეგობრობაში გაერთიანება", - განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსულ ტელეარხ "როსია 24"-თან საუბრისას გააკეთა.
"ჩვენ აჟამად მხოლოდ ვაკვირდებით ამ ეკონომიკურ წარმონაქმნს", _ განაცხადა იანუკოვიჩმა და აღნიშნა, რომ უკრაინა მიესალმება დსთ-ს ქვეყნების გადაწყვეტილებას ამ არც თუ ისე იოლი ნაბიჯის გადადგმის შესახებ.
ამავე დროს, მისივე თქმით, უკრაინა დღეს არ არის მზად იმისათვის, რომ კონკრეტული პასუხი გასცეს ამ სტრუქტურაში ინტეგრირების კითხვას. უკრაინა ევრაზიის ეკონომიკურ თანამშრომლობის თანამეგობრობის ფორმირების პროცესიდან ხუთ წელზე მეტია ამოვარდინილია. ჩვენ ძალიან უკან ვართ, იმისათვის რომ ამ პროცესში შემოვიდეთ, ჩვენ არ გვესმის თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, ჩვენ არ გვესმის პირობები", _ განაცხადა იანუკოვიჩმა.
მისივე თქმით, უკრაინამ ძალიან ბევრი დრო დაკარგა და დღეს მას არ გააჩნია ინფორმაცია ამ გაერთიანების საქმიანობის შესახებ. მას ასევე არ მიუღია მონაწილეობა იმ დოკუმენტების მომზადებაში, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკურ თანამშრომლობის თანამეგობრობას დაედო საფუძვლად. მისივე განცხადებით, ჯერ ჯერობით არ ისაა გარკვეული თუ როგორ აისახება ამ კავშირში რუსეთის, შემდეგ კი ყაზახეთის წევრობა ვაჭრჭობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მიმართებაში.
ამიტომაც, პრეზიდენტის თქმით, მანამ ვიდრე რაიმე სახის გადაწყვეტილებას მიიღებდეს, უკრაინას სურს ნახოს პირველი შედეგი ამ კავშირის საქმიანობისა და იმისა, თუ როგორ აისახება ეს იმ სახელმწიფოების სუვერენიტეტზე რომლებიც მისი წევრები არიან.
"ინტეგრაციის გზაზე რომ ვიაროთ ამისათვის საფუძველი უნდა გვქონდეს. საფუძველს კი კერ ჯერობით ვერ ვხედავთ. ბრმად წავიდეთ? თან ისე რომ არ გვეცოდინება რას ვაკეთებთ?", _ განაცხადა იანუკოვიჩმა და აღნიშნა, რომ უკრაინის ყველა მეზობელსა და მეგობარს, რომლებმა ამ კავშირში გაერთიანება გადაწყვიტეს წარმატებას და კარგ შედეგებს უსურვებს.