დღეს, 19 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"19-20 მარტს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტს განახორციელებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიზიტის მიზანი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული არ არის.
ამავე დროს ცნობილია, რომ 19 მარტს მოსკოვში სახელმწიფოების მეთაურების დონეზე ევრაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს სხდომა უნდა გაიმათოს.