16 მარტს, 14:00 საათზე, კონგრესცენტრში, ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, რობერტ ბოშის ფონდის და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის საჯარო დისკუსია გაიმართება. ორგანიზატორები არიან რობერტ ბოშის ფონდი და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი.
საჯარო დისკუსია გოეთეს ინსტიტუტში მთარგმნელებისთვის ჩატარებულ პირველ ქართულ-გერმანულ სახელოსნოს შესახებ გაიმართება. სახელოსნოს ხელმძღვანელები და მონაწილეენი თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრებენ.
"გამოცდილი გერმანელი მთარგმნელისა და ქართველი გერმანისტის ხელმძღვანელობით მთარგმნელები ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ თავიანთი თარგმანების გასაშალაშინებლად. სახელოსნოში ასევე მონაწილეობდნენ ქართველი და გერმანელი რედაქტორები. ორენოვანი სახელოსნოები მთარგმნელთათვის განსაკუთრებით ნაყოფიერია ლიტერატურული თარგმანების ნიუანსების გასარჩევად და გასაანალიზებლად. საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა რობერტ ბოშის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით პირველად ჩაატარა ასეთი სახის ქართულ-გერმანული სახელოსნო", - აცახდებენ ღონისძიების ორგნიზატორები.