გურჯაანის სამშობიარო სახლში დედამ 2 დღის ბავშვი მიატოვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამშობიარო სახლის მთავარმა ექიმმა ნათელა გოგოლაშვილმა განუცხადა, ჩვილი თბილისის უპატრონო ბავშვთა სახლში უნდა გადაიყვანონ, სადაც ბოლო დროს სხვადასხვა დაავადებებით 54 მოზარდი გარდაიცვალა.
`გოგონა 12 იანვარს დაიბადა. ბავშვი ჯანმრთელია. დედამ მის გაყვანაზე დაბადებისთანავე უარი განაცხადა. ფაქტის შესახებ ჩვენ უკვე ვაცნობეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი დღენაკლულია, მზად ვართ რამდენიმე დღე სამშობიარო სახლში დარჩეს და საკუთარი ხარჯებით ვუპატრონოთ~, - განაცხადა ნათელა გოგოლაშვილმა.