მოსკოვის პრესნენსკი რაიონის სასამართლოს მოსამართლემ მოძრაობა "მემარცხენე ფრონტის" კოორდინატორი სერგეი უდალცოვი 10 მარტს მიტინგის შემდეგ დაკავებული უდალცოვი ათი დღეღამით დააპატიმრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოსამართლე დიანა აზაროვამ უდალცოვი პოლიციის წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულად სცნო.