"რესბუბლიკური პარტია" თვლის, რომ სამთავრობო გადაადგილებით, ხელისუფლების კურსი უცვლელი დარჩება და ქვეყანაში რეალური სიტუაცია არ შეიცვლება.
"ერთი მინისტრის მეორეთი ჩანაცვლება ხელისუფლების პოლიტიკას არ ცვლის. ჩვენ 2012 წელს არჩევნებში მონაწილეობას, გამარჯვებას და ხელისუფლებაში მოსვლას ვაპირებთ, ამიტომ ჩვენთვის საერთოდ საინტერესო არაა სამთავრობო ცვლილებები", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში დავით ზურაბიშვილმა.