ევროპის, იაპონიის და აშშ-ს რამოდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასრულა გრენლანდიის მყინვარების მწერტავის მონაცემთა შეგროვება და ანალიზი.კვლევების შედეგების მიხედვით სპეციალისტები ორი ძალზედ მნიშვნელოვანი ტემპერატურული რყევის შესახებ აცხადებენ,რომელიც უკანასკნელი გამყინვარების დროს მოხდა. მეცნიერები მიიჩნევენ,რომ მსგავსმა რყევებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩვენი პლანეტის ატმოსფერული ნაკადის ცირკულაციაზე.იუწყება რესურს Сყბერსეცურიტყ.
ყინულის ნიმუშებმა აჩვენა,რომ დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დათბობის ორი მნიშვნელოვანი პერიოდი იყო- პირველი 14700 წლის წინ,როცა 50 წლის განმავლობაში ტემპერატურამ ერთბაშად 6 გრადუსით მოიმატა,ხოლო შემდეგ რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში კვლავ ეცემოდა.
დათბობის მეორე პერიოდი ყინულების კვლევების შედეგად დაფიქსირდა, რომელთა ასაკი 11700 წელს შეადგენს.
მეცნიერები მიიჩნევენ,რომ ახალი სამეცნიერო კვლევები დაეხმარებათ უკეთ გაერკვნენ პლანეტის კლიმატურ თავისებურებებში და შექმნან გლობალური ტემპერატურის მატების ამსახველი ,კლიმატის შედარებით ზუსტი მოდელი.
მყინვარების შესწავლისას მკვლევარები ზომავდნენ ყინულებში შემონახული მტვრის ნაწილაკების დონეს,ასევე ყინულის სხვადასხვა შრეებში წყლის სტაბილურ იზოტოპებს.
კვლევების ავტორების აზრით, პირველი მკვეთრი დათბობა 14700 წლის წინ დაიწყო და გაგრძელდა მანამ, სანამ 12 900 წლის წინ გამყინვარება არ დაიწყო და 1200 წლის შემდეგ ყველაფერი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.
კოლორადოს უნივერსიტეტთან არსებული არქტიკული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ჯიმ უაიტის სიტყვებით აშკარაა, რომ 10-15 წლის წინ მომხდარი გლობალური დათბობის მიზეზი ეფუძვნებოდა ბუნებრივ ფაქტორებს,თუმცა თავად ის ფაქტი,რომ დედამიწაზე ბუნებრივ პირობებს შეუძლია ასე სწრაფად შეცვალოს კლიმატი,ბევრი მეცნიერი უნდა დააფიქროს მიმდინარე გლობალური დათბობის ბუნებაზე.