მოსამართლე დავით მაკარაძემ აქციების მონაწილეს, ელენე ბერიკაშვილის - 4-დღიანი, ხოლო გია ჯვარშეიშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო მათ საქმეებს ერთად განიხილავდა.
ბერიკაშვილი და ჯვარშეიშვილი 19 ნოემბერს, მათე დევიძის სოლიდარობის მარშის დროს, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე დააკავეს. შსს მათ 173-ე მუხლის მე-3 ნაწილით, პოლიციის დაუმორჩილებლობის გამეორებით ჩადენას ედავებოდა.
ასევე 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე დავით მაკარიძემ ხალიბეგ მაგამედოვს;
4 დღიიანი პატიმრობა მიესაჯა მარიამ სვანიშვილს;
5000-5000 ლარით დაჯარიმეს გიორგი ჟამერაშვილი და რეზი დუმბაძე;
ასევე 5 000 ლარით დააჯარიმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ დავით გუნაშვილი;
3200 ლარით დააჯარიმა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნელი დიასამიძე.