ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის თქმით, პატრიარქის წერილი პუტინისადმი საქართველოზე ზრუნვას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
"თავისთავად, ეს ნაბიჯი მიანიშნებს უწმინდესის ზრუნვაზე საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მისამართით. პატრიარქის გარდა, არავის აქვს უფლება, მიმართოს რუსეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტს და მისცეს გეზი, როგორ იმოქმედოს საქართველოსთან მიმართებაში",- აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცისკარიშვილმა.
ექსპერტი ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია, ორივე ხელისუფლების მხრიდან გონივრული მოქმედება.
"ქართულ-რუსული პრობლემა იმდენად მრავალმხრივია, რომ მხოლოდ ერთი მხარის მზაობა - გადაჭრას პრობლემა - უშედეგო იქნება. ამიტომ აუცილებელია ორივე ხელისუფლების მხრიდან გონუვრული და ადეკვტური ნაბიჯების გადადგმა", -განაცხადა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, საპატრიარქომ გაავრცელა კათალიკოს-პატრიაქის წერილი, რომელშიც ილია მეორე ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.