სარემონტო სამუშაოს გამო, 16 მარტს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის 1, 3, 6, 7, 8, 9, 10 კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, სამგორის დასახლების, აეროდრომის დასახლების, წულუკიძის, ლაღიძის, შუამთის, კალოუბნის, თრიალეთის, კალოუბნის, საცხენისის, ჯავახეთის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.