შსს   სასაზღვრო   პოლიციის    N 3   სამმართველოს   (წითელი ხიდი)   ტერიტორიაზე,  N6  სასაზღვრო  სექტორის  (სადახლო)  დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, სახელმწიფო  საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის  ფაქტზე,  სომხეთის  მოქალაქე  BARSEGHYAN  ARME-ი  დააკავა. 
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,  დაიწყო წინასწარი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა  საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის  344-ე  მუხლის  I  ნაწილით.  გამოძიებას  საგამოძიებო-ოპერატიული  მთავარი სამმართველოს I  სამმართველოს  (აღმოსავლეთი)  წითელი  ხიდის  საგამოძიებო-ოპერატიული  განყოფილება  აწარმოებს.