კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ ხარატიშვილის, მერაბ სიჭინავასა და ლევან თარხნიშვილის კანდიდატურების დასახელებას სააკაშვილის "პოლიტიკურ ეშმაკობად" და "ხულიგნობად" აფასებს.
"პოლიტიკური ეშმაკობა და ხულოგნობაა ის, რაც სააკაშვილმა ამ კანდიდატების დასახელებით ჩაიდინა. კონსერვატორები ამ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებენ", - განაცხადა ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი განმარტებით, "ოპოზიცია ხელისუფლებას 2010 წლის არჩევნებით დაამარცხებს, თან ისე, რომ სააკაშვილს 2007 წლის იანვარში განხორციელებული მოვლენების განმეორების საშუალებას არ მისცემს".
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული კანდიდატები არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელია.