მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ხელისუფლებას "კიდევ ერთი რევოლუციით" ემუქრება.
"პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული კანდიდატები იმას მიანიშნებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. მინდა მას ვუთხრა, რომ ამჯერად არჩევნებს არავის გავაყალბებინებთ. კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები საქართველოში დამთვარდება აუცილებლად აჯანყებით და ახალი რევოლუციით", - განუცხადა ნოღაიდელმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
"მინდა ეს ყველას კარგად ესმოდეს, ისევე როგორც ის, თუ საითკენ მიდის ქვეყანა და რა არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი", - განმარტა ნოღაიდელმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული კანდიდატები არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელია.