თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია საჯარო სკოლებში სამხედრო დისციპლინის სწავლების შემოღებას მიესალმება.
როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე განაცხადა, თავადაცვის უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსთან უკვე თანამშრომლობს.
"საშუალო სკოლების უმაღლეს კლასებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ სამხედრო დისციპლინის ძირითადი პინციპები, უნარ-ჩვევები, ძირითადი შეიარაღება და შეიარაღებული ძალების სტრუქტურა", - განმარტა ახალაიამ.
მისივე განმარტებით, სამხედრო დისციპლინის სწავლება სკოლებში მომავალი წლიდან დაიწყება.
"თავდაპირველად ის რამდენიმე სკოლაში დაინერგება, შემდეგ კი ყველგან დაიწყება", - განმარტა მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ სამხედრო დისციპლინას მოსწავლეებს თავდაცვის სამინისტროს თადარიგის ოფიცრები შეასწავლიან.
მოსწავლეები როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.