კონსერვატიული პარტია ადგილობრივ არჩევნებში წარსადგენ კანდიდატებზე მიმდინარე კვირას იმსჯელებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატორებში" განუცხადეს.
როგორც პარტიაში განმარტავენ, ამ მიზნით 16 იანვარს, 12:00 საათზე, კინოს სახლში "კონსერვატორების" საერთო კრება გაიმართება.
"სწორედ ამ კრებაზე მოხდება ადგილობრივ არჩევნებში წარსადგენ კანდიდატებზე მსჯელობა", - განმარტავენ "კონსერვატორებში".
შეგახსენებთ, რომ პარტიამ ამ დროისთვის მხოლოდ თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ჰყავს დასახელებული, რომელზეც "კონსერვატორებმა" საკუთარი ლიდერი ზვიად ძიძიგური დაასახელეს.