პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამივე კანდიდატს ერთი სახელი "ხელისუფლება" ჰქვია.
"საეროდ რას ხვდებოდა პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიტების შერჩევის საკითხზე არასამთავრობო სექტორს ჩემთვის გაუგებარია, რადგან საბოლოოდ მაინც ისეთი კანდიდატები შეარჩია, რომელთა წარმდგენი ორგანიზაციებიც არასამთავრობო სექტორთან ბოლო პერიოდში აღარ თანამშრომლობენ. ესენია თავისუფლების ინსტიტუტი, რომელმაც ლევან თარხნიშვილი წარადგინა და "ალპე", რომელმაც ზურაბ ხარატიშვილის კანდიდატურა დაასახელა. ორივე ეს ორგანიზაცია პირდაპირ ასოცირდება ხელისუფლებასთან. თავისუფლების ინსტიტუტი რომ არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის და ის უფრო ხელისუფლების ქვეგანოფილებას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ მასზე მუშაობს, ამას დიდი ბჭობა არ სჭირდება და მასზე თავად თავისუფლების ინსტიტუტიც არ იკამათებს. "ალპეს" თანამშრომელი და მისი ხელმძღვანელი კი, თავის დროზე, გიგი უგულავა იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ინტერესთა კონფლიქტსაც აქვს ადგილი", - განუცხადა პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული კანდიდატების შეფასებისას სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება "ახალ თაობა ახალ ინიციატივას", რომლის მიერ წარდგენილი კანდიდატიცაა პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე შერჩეული მესამე პირი - მერაბ სიჭინავა, სესიაშვილის განმარტებით, მისი ხელმძღვანელი "ბატონი იონათამიშვილი ხელისუფლებისადმი ლოიალურადააა განწყობილი".
"აქედან გამომდინარე, "ახალი თაობა ახალი ინიციატივა" ახლა გადის იმ გზას, რომელიც სხვა, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე გაიარა, რის შემდეგაც ხელისუფლების ლობირება დაუფასდა და ხელისუფლებაში გადაბარგდა", - განმარტა სესიაშვილმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კომისიის ოპოზიციონერი წევრები გამოავლენენ, Yთუ მას დეპუტატები აირჩევენ, "საქართველოს თავისუფალ და დამოუკიდებელ არჩევნებზე პრეტენზია აღარ უნდა ჰქონდეს, რადგან ამ პოსტზე დასახელებულ სამივე კანდიდატს ერთი სახელი - "ხელისუფლება" ჰქვია".