პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის სამივვ კანდიდატი სახელისუფლებოა და მიიჩნევს, რომ `ამ გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა ქვეყანა საზოგადოებრივი დაპირისპირების ზღვარზე დააყენა.~ ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ცაგარეიშვილი მიიჩნევს, ცესკოს ფარგლებში თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხდება, ვინაიდან ვერც ერთი კანდიდატი დამტკიცებისთვის საჭირო ოთხ ხმას ვერ მიიღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ცაგარეიშვილის ვარაუდით, პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერით ცესკოს თავმჯდომარის პოსტს ოთარ სიჭინავა დაიკავებს.
`სიჭინავა ხელისუფლების მაღალი ნდობით სარგებლობს. როცა ნინო ბურჯანაძემ დაცვის მოხსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, ეს საქმე სწორედ ოთარ სიჭინავას ანდეს. ამასთან, სიჭინავა პრეზიდენტის დედის მეზობელია და ყველამ კარგად ვიცით, თუ რა დატვირთვა აქვს საქართველოში მეგობრულ-მეზობლურ კავშირებს. რაც შეეხება ზურაბ ხარატიშვილს, აღსანიშნავია, რომ იგი დღემდე `ნაცმოძრაობის~ კვოტით საზოგადოებრი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია და ჯერ საბჭოში მას ხმა არ ამოუღია. ლევან თარხნიშვილი კი ჩვეულებრივი კრიმინალია, რომლის დასახელებაც ცსკ-ს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტის მხრიდან ზღვარგადასული თავხედობა იყო~, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.