ჟენევაში ავტოსალონის გახსნის წინ, შედგა ევროპული ჯილდოს "წლის ავტომობილის" (Car of the Year) გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ამჯერად პრემია ელექტრომობილს Opel Ampera - Chevrolet Volt გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონცერნი GM სერიოზულ პრობლემებს განიცდის სწორედ ამ მანქანის გასაღებასთან დაკავშირებით, რის გამოც Volt მოდელის აწყობა შეჩერდება. უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს მრავალი ეკოლოგიური მოწყობილობები სხვადასხვა ჯილდოს ღებულობენ და ამასთან ბაზრისთვის ნაკლებ მოთხოვნადი გახდნენ.
Opel Ampera და Chevrolet Volt -ეს გოლფის კლასის ჰეჩბეკია, რომელიც არც თუ რიგით ელექტრომობილებს განეკუთვნება. ამ კლასს «plug-in hybrid electric vehicle" უწოდებენ ე.ი. "მრავალჯერადი დამუხტვის ელექტრომანქანის ჰიბრიდი". ელექტროძრავის მკვებავი აკუმულატორი, რომელიც ბორბლებს აბრუნებს შესაძლებელია დაიმუხტოს ორი წყაროთი: ან საქალაქო ელექტრო ქსელით ან კომპაქტური ბენზინის ძრავიდან,რომელიც ასევე არის მანქანის ბორტზე. ასეთი მოდელები თავისუფლებული არიან ტრადიციული ელექტრომობილისთვის დამახასიათებელი ხარვეზისგან- ბატარეის ერთ დამუხტვაზე მოძრაობის ძალზე შეზღუდული მარაგი.
Chevrolet Volt მფლობელს ყოველდღიური მგზავრობა (64 კმ-მდე) შეუძლია მხოლოდ ელექტრო სიმძლავრით განახორციელოს, ამასთან ბენზინის ძრავის ჩართვისას მოძრაობის მარაგი 483კმ-მდე გაიზრდება.
კონკურსის ფინალში "წლის ავტომობილი" Opel Ampera კონკურენციას უწევდნენ Citroеn DS5, Fiat Panda, Ford Focus, Range Rover Evoque, Toyota Yaris da VW Up!Car of the Year წარმოადგენს მსოფლიოში უძველეს საავტომობილო ჯილდოს, რომელიც 1964 წლიდან გადაეცემა.