ბათუმის  საქალაქო  სასამართლოს  მიერ  გაფორმებული  საპროცესო  შეთანხმების  შედეგად   ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქე   მერთ  ქაიას      სახელმწიფო  ბიუჯეტის  სასარგებლოდ  2 000  ლარის  ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ   27 თებერვალს, შსს  სასაზღვრო  პოლიციის  საგამოძიებო-ოპერატიული  მთავარი  სამმართველოს  რეგიონული  დანაყოფების  II  სამმართველოს  (დასავლეთი) ბათუმის   საგამოძიებო-ოპერატიული  განყოფილების  თანამშრომლებმა, მიღებული  შეტყობინების საფუძველზე,  გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების  შედეგად,  ბათუმში, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის   ფაქტზე,   თურქეთის     მოქალაქე   მერთ  ქაია     დააკავეს,  რომელმაც   2012  წლის  27 თებერვალს,   თურქეთის რესპუბლიკიდან  სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.