სენატორი ჯონ მაკკეინი სირიის რეჟიმის პოზიციებზე საჰაერო იერიშების მიტანას მოითხოვს.
სენატორის განცხადებით ეს ამბოხებულებისათვის დახმარების გაწევის ერთადერთი გზაა. ასადმა უნდა იცოდეს, რომ ვერ გაიმარჯვებს, უცხოური სამხედრო ინტერვენცია კი ამისთვისაა საჭირო.
"სანქციების მიუხედავად ასადი წასვლას არ აპირებს, რაშიც მას მხარდაჭერას რუსეთი, ჩინეთი და ირანი უწევენ", _ განაცხადა მაკკეინმა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ერთი წელია ხელისუფლებისა და ოპოზიცის დაპირისპირება მიმდინარეობს. გაეროსს მონაცემებით დარუპულია 5 ათასზე მეტი ადამიანი.