"მოქალაქეთა პოლიტიკურ გაეთიანებების შესახებ" კანონში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ცალკე ჩანაწერი გაკეთდება. ამის პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონის დღევანდელი რეგულაციაც იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ პოლიკიტური პარტიების ინსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის განვითრებაზე მათ კანონს ფარგებში მოქმედებაში ახლაც არ ზღუდავს, თუმცა მათი მხრიდან მაინც არის კითხვის ნიშნები.
„ჩვენი მიზანია ეს კითხვის ნიშნები მოიხსნას, ამიტომ კანონში საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მკაფიო ჩანაწერი გაკეთდება, რომ მათ კანონის ფარგლებში მოქმედების დროს არანირი შეზღუდვები არ შეეხებათ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური განცხადება და არსებობს პოლიტიკური ნება, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში შევიდეს ცვლილბები, რომლებიც კითხვისნიშნებს მოხსნის.
ამასთან, ბაქრაძის თქმით, მისი დავალებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გასულ კვირას არასამთავრობო სექტორს შეხვდა, სადაც კონკრეტული მიმართულებები გამოიკვეთა.
"ცვლილებები ისე უნდა განხორცელდეს, რომ კანონის მთავრი მიზანი არ დაზიადეს. იმედი მაქვს არასამთავრობო სექტორთან გამათულ კონსულტაციებით რაციონალურ და კონკრეტულ შედეგამდე მივალთ", - დასძინა ბაქრაძემ.
მისვე განმარტებით, ეს კანონი არსებული რეგულაციით არასამთავრობო სექტორის კანონიერ საქმნობას არც ახლა ზღუდავს, თუმცა აუცილებელი ყველა კითხვისნიშანი მოხსნილი იყოს.