ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. როგორც რასმუსენმა ყოველთვიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არც ერთ მესამე ქვეყანას, მათ შორის რუსეთს, არც ერთ მესამე მხარეს არ შეუძლია ნატო-ს ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება.
"ნატო ღია კარის პოლიტიკის ეწევა და ნატო-ს კარი ღია რჩება. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება ჩიკაგოში. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩრდილო ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში მონაწილეობენ და რომლებიც ნატო-ს ფუნდამენტალურ პრინციპებს იცავენ. ", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, აუცილებელი კრიტერიუმების შემდეგ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.