მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, დაკავებული საპროტესტო აქციის ყველა მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ გათავისუფლებულია. ინფორმაციას ამის შესახებ მოსკოვის საქალაქო პოლიციის სმთავარი სამმართველოს პრეს-სამსახური ავრცელებს.
გავცელებულლ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სულ მოსკოვში დაკავებული იყო 250 ადამიანი. პოლიციამ ასევე გაათავისუფლა ოპოზიციის ლიდერები ალექსეი ნავალნი, ილია იაშინი და სერგეი უდალცევი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვში ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აპროტესტებდა.