საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 6 მარტს აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრა.
სააკაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი 7 მარტს დასრულდება.