პეტერბურგში ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგის მონაწილეების მასობრივი დაპატიმრება მიმდინარეობს. ამის შესახებ ბი-ბი-სის რუსული სამსახური იტყობინება.
რუსეთის საერთო სახალხო კავშირის თავმჯდომარის მოადგილის ივან მირონოვის განცხადებით, პოლიცია დაკავებას „მაქსიმალურად და დემობსტაციულად მკაცრად" ახდენს. დაკავებულებს ასფალტზე მიათრევეენ.
ქალაქის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 70 ადამიანი. დაკავებულები პოლიციის განყოფილებებში ავტობუსებით გადაჰყავთ. თანამოაზრეები მათ სხვადასხვა შეძახილებით „აცილებენ".