არასაპარლამენტო ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაახმოვანებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ოპოზიციიდან აცნობეს, პრესკონფერენცია "კონსერვატორების" ოფისში, 13:00 საათზე გაიმართება.
"ბუნებრივია, პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატებით უკმაყოფილო ვართ, თუმცა დეტალებზე პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კუკავამ.
აღსანიშანვია, რომ ამ საკითხზე, გვიან ღამით, ზურაბ ნოღაიდელის ოფისში საგანგებო კონსულტაციებიც დაინიშნა.