ტოკიოში ზოოპარკიდან გაქცეულ პინგვინს დაეძებენ, რომელიც Kasai Rinkai-ს აკვარიუმიდან გაიქცა. პინგვინი, სავარაუდოდ, კვირას დაიკარგა, წერს Japan Today.
ზოოპარკის წარმომადგენელთა განმარტებით, ზოოპარკის თანამშრომლება დაკარგული პინგვინის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც მათ ელექტრონულ ფოსტაზე წერილი მივიდა, პინგვინის ფოტოსთან ერთად, რომელიც მდინარეში მშვიდად ბანაობდა. სწორედ ამის შემდეგ
Kasai Rinkai-ის თანამშრომლებმა პინგვინზე "ძებნა გამოაცხადეს".
ბოლო ინფორმაციით, პინგვინი მდინარეში შენიშნეს, თუმცა სპეციალისტების განმარტებით, მოცურავე პინგვინის დაჭერა საკმაოდ ძნელია და მისი დაჭერა მხოლოდ მისი ხმელეთზე გამოსვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
თუ როგორ მოახერხა პინგვინმა ზოოპარკიდან გაქცევა, ამ დროისთვის უცნობია. როგორც Kasai Rinkai-ს თანამშრომლები განმარტავენ, პინგვინებს ფრენაც შეუძლიათ და შესაძლოა სწორედ ამ გზით წავიდა პინგვინი ზოოპარკიდან.