ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებმა რუსეთში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაზე გავლენა იქონია. ეს განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელმა ტინი კოკსმა გააკეთა.
"მთლიანობაში და საერთოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სამოქალაქო მოძრაობამ მნიშვნელოვანწილად იქონია გავლენა სააგიტაციო კამპანიაზე, მაგრამ ჩვენ ვერ მოვახდენთ იმის კომენტირებას, თუ რა გავლენა იქონია მან ან იქონია თუ არა საერთოდ გავლენა თავად არჩევნების შედეგებზე", _ აცხადებს კოკსი.