ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას თქმით, სოლომონ ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი უახლოეს მომავაში გაეცემა. ამის შესახებ თორდიამ "ქრისტიან-დემოკრატი" ვიცე-სპიკერის, ლევან ვეფხვაძის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც ქიმერიძის საქმის მოკვლევაში პარლამენტის ჩართვა დღეს ბიუროს სხდომაზე მოითხოვა.
"ქიმერიძის საქმეთან დაკავშირებით მოკვლევას სახალხო დამცველის აპარატიც ახორცილებს, ხოლო გენერალურ პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული. ამიტომ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, საქმის პოლიტიზებას ნუ მოახდენენ და გამოძიების შედეგებს დაველოდოთ, რომელიც ყველა კითხვას უახლოეს მომავალში გასცემს პასუხს", - განაცხადა თორდიამ.