ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მოქმედი მიწის საკუთრების აღიარების კომისიების მუშაობას დღეს ბათუმში, უმაღლესი საბჭოს აგრარული კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
უმაღლესი საბჭოს ბაზაზე შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა დასკვნა უკვე გამოაქვეყნა. ექპერტ-კონსულტანტები კომისიების მიერ გაცემული მოწმობების სამართლიანობას და გაცემული საკუთრების ჩამორთმევის ფაქტებს ბოლო ორი თვის განმავლობაში სწავლობდნენ. 9- გვერდიან დოკუმენტში კომისიების მუშაობის რამდენიმე ხარვეზი დასახელდა, მათ შორისაა მოწმობების გაცემისას რიგითობის დარღვევისა და კომისიების მიერ დაინტერესებული პირებისთვის საკუთრების გადაცემის ფაქტები.მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ უმაღლესი საბჭოს უმცირესობის წევრებიც.
ექსპერტ-კონსულტატების მიერ მომზადებულ დასკვნას უმაღლესი საბჭო დადგენილების სახით უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს, ამის შემდეგ კი დოკუმენტში მოყვანილი რეკომენდაციების შესრულება კომისიებისთვის სავალდებულო გახდება. თუ ვითარება ამის შემდგომაც არ მოწესრიგდება, უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისია საქართველოს პარლამენტს კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით მიმართავს. ხელვაჩაურის მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თამჯდომარე რეკომენდაციების შესრულების პირობას იძლევა.ამ ეტაპზე ხელვაჩაურის რაიონში მიწების გაცემისა და ჩამორთმევის პროცედურა შეჩერებულია, საქმეს პროკურატურა სწავლობს.