ქართულ-სომხური სამხედრო წვრთნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"გავრცელებული ინფორმაცია ქართულ-სომხური სამხედრო წვრთნების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი ინფორმაციით, ასეთი წვრთნები საქართველოს მონაწილეობით არ ჩატარებულა და არც იგეგმება", - აღნიშნა კალანდაძემ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს დახმარებით ერთობლივი ქართულ-სომხური სამხედრო წვრთნები მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.