თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან, აფეთქება მოხდა. ადგილოვრივი ტელევიზიის ინფორმაციით, აფეთქება მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოხდა.
აფეთქების შედეგად ერთმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. პასუხისმგებლობა აფეთქებაზე არავის აუღია.
აფეთქების ადგილზე თურქეთის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები მუშაობენ.